Image source: Getty Images
როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესიმ “ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვიტა და ამის შემდეგ ინგლისურმა კლუბებმა კატალონიურ კლუბში ანტუან გრიზმანის სიტუაციაზეე დაიწყეს დაკვირვება. კერძოდ, ფრანგი თავდამსხმელის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას აკვირდებიან “ლივერპული“, “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი“.
Daily Mail-ის ცნობით, “ბარსელონას” ახალმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გრიზმანს უთხრა, რომ მას ახალ სეზონში ლიონელ მესის ადგილის დაკავება შეუძლია, თუკი არგენტინელი გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს. თუმცა, ეს გეგმები გაქარწყლდა, რადგანაც მესიმ განაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე წასვლისთვის “ბარსას” სასამართლოში არ უჩილვებს და თამაშს გააგრძელებს.
ამავე პირობებში ნაკლებადაა იმის შანსი, რომ “ბარსელონამ” ანსუ ფატი ან უსმან დემბელე გაყიდოს. მადრიდის “ატლეტიკოდან” კატალონიურ კლუბში გადმოსვლის შემდეგ გრიზმანმა სასტარტო შემადგენლობაში ძირითადი ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. ამდენად, კარგი შეთავაზების მიღების შემთხვევაში “ბარსელონა” გრიზმანს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაასხვისებს.
Liverpool, Manchester United and Arsenal are all considering making bids for Griezmann, claims the Daily Mail 👀
How would the Frenchman go in the Premier League? 🧐 pic.twitter.com/b38agnV9ep
— Goal (@goal) September 6, 2020
Videos
Photos