Categories

Additional

Website Language

Active date

სამაგიეროდ თოკო დაბრუნდა – რამდენი ქულა ჩაუგდო მეტოქეს შენგელიამ გასვლით მატჩში

თორნიკე შენგელიას პირველი თამაში ტრავმის შემდეგ

Image source: cskabasket.com

 

თორნიკე შენგელიამ “ცსკას” შემადგენლობაში ვტბ-ლიგაზე ესტონეთში „კალევის“ წინააღმდეგ ითამაშა. მოსკოველებმა დაძაბულ მატჩში 56:67 დათმეს. მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 20 დღის წინ მხრის ტრავმა მიიღო.

შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 7 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 შეცხომა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა.

“ცსკას” მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 4 ნოემბერს „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს.

 

 

 

 

წყარო – cskabasket.com

 

ქალთა ლიგა: “ლანჩხუთმა” გადადებული მატჩი სტუმრად მოიგო