Logo
0

საქართველოს U20 ნაკრებმა 1/4-ფინალში პორტუგალიასთან წააგო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გადასასვლელ რბოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. ჯგუფურ ეტაპზე 5-დან 4 მოგებისა და პლეი ოფში გასვლის შემდეგ მილოშ გლიგორიევიჩის, ჯაბა ბაქრაძისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური მატჩი მასპინძელ პორტუგალიასთან დათმო. თანაბარი შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა საფინალო სირენამდე პორტუგალიელთა უკანახაზელმა, პრანცისკო ამარანტემ სამქულიანი ჩაგიგდო და მასპინძლები 92:85 დააწინაურა. ნახვარფინალში პორტუგალია რუსეთს შეხვდება, საქართველოს ნაკრები კი კიდევ 2 მატჩს გამართავს და მეოთხედფინალში დამარცხებულ გუნდებთან V-VIII ადგილებს გაინაწილებს. ჩვენი მომდევნო მეტოქე ბულგარეთია, რომელსაც მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი დღეს, 20 ივლისს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაუპირისპირდება. V-VIII ადგილების მეორე საკვალიფიკაციო წყვილში მეოთხედფინალში ისლანდია და ჰოლანდია შეხვდებიან. წყარო - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ნაგოია ბაშო. გაგამარუმ მესამე გამარჯვება აღნიშნა (ვიდეო)

Standings

England, Premier League