Image source: geonoc
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ 1 ლიცენზიანტი შეემატა.
მხატვრულ ტანვარჯიშში რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, სალომე ფაჟავამ ტოკიო-2020-ის საგზური მიიღო.
ტოკიოში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ოლიმპიურ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 26 სპორტსმენი. მათ შორის, 16 ტანმოვარჯიშე 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით შეირჩა, 3 – მსოფლიო თასის, 5 – კონტინენტური ჩემპიონატების მიხედვით, თითო-თითო კი – მასპინძლობის უფლებითა და პერსონალური მიწვევით.
Videos
Photos