Categories

Additional

Website Language

Active date

საქართველოს რაგბის კავშირი, რაგბის ჟურნალისტთა ლიგა და კომპანია „ფიუჩერ ჯორჯია“ ჟურნალ Rugby World GEORGIA-ს გამოცემას იწყებს

Rugby World Georgia - საქართველოში გამოვა

Image source: rugby.ge

 

საქართველოს რაგბის კავშირსა და ბრიტანულ მედია-გიგანტ Future plc-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს რაგბის კავშირი, რაგბის ჟურნალისტთა ლიგა და კომპანია „ფიუჩერ ჯორჯია“ ჟურნალ Rugby World GEORGIA-ს გამოცემას იწყებს.

ჟურნალისტთა ლიგა სპორტულმა ჟურნალისტებმა – თემურ ჯაფარიძემ, ზაალ გიგინეიშვილმა, ბესიკ ჯანგავაძემ, ზურა ქსოვრელმა და ლუკა ჭოჭუამ დააფუძნეს. აღსანიშნავია, რომ ასევე შეიქმნება Rugby World GEORGIA-ს ციფრული გამოცემები.

ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ ხელს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და Future plc-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა ბრენდონ ბესტერმა „თბილისი მერიოტში“ მოაწერეს.

ოფიციალური მხარის დასრულების შემდეგ, ტყემალაძემ ბესტერს სამახსოვროდ ქართული სპორტის „ოქროს წიგნი“ გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა ქართული რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებელი გივი მრელაშვილი, რომელმაც სტუმარს ასევე სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

შეხვედრაზე იყვნენ საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ქალბატონი კლერ ოლბლესი, რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, გამგეობის წევრები და ვეტერანი ბორჯღალოსნები.

 

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები 20 ფეხბურთელით ლოუზადაში გაემგზავრა