Categories

Additional

Website Language

Active date

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს 3 ფეხბურთელის გარეშე კოსოვოში დღეს ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩისთვის 22 ფეხბურთელით ემზადება

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურის მატჩისთვის ემზადება.

10 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” ბაზაზე ივარჯიშა. ​საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო კოსოვოს წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან. საბერძნეთთან მიღებული დაზიანების გამო, საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ასევე გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 22 ფეხბურთელით კოსოვოში დღეს ბათუმიდან ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება და ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ეროვნული გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას “ფადილ ვოკრის” სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

ქართველ მოციგურავეთა 2 წყვილი ლინცში მონაწილეობას მიიღებს