Categories

Additional

Website Language

Active date

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება თბილისის გრან სლემზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით

საქართველოში პირველად ტარდება მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი თბილისის დიდი სლემი

Image source: Georgian Judo Federation ფეისბუქ გვერდი

 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით საქართველოში პირველად ტარდება მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი თბილისის დიდი სლემი, სადაც მონაწილეობას მიიღებს 90 ქვეყნის 600 სპორტსმენი, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები.

თბილისის დიდი სლემი ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრებაა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ და ძიუდოისტები ოლიმპიური ლიცენზიის ქულებისთვის იბრძოლებენ.

“გრან სლემზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დღეს შეიქმნა პრობლემა, რომელიც ნაწილობრივ მოგვარებულია. სანამ საიტზე პრობლემა მთლიანად მოგვარდება ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამავე საიტის ლინკზე – tkt.ge“, – წერია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ გევრდზე.

შეჯიბრება 3 დღის განმავლობაში 26-28 მარტის ჩათვლით გაიმართება.

 

 

 

წყარო –საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

 

 

 

 

 

 

როგორ გამოიყურებიან ახლა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები (ფოტო)