Categories

Additional

Website Language

Active date

საქართველოს 23-წლამდელთა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 1 მედლით დაასრულა

თემურ ბერუაშვილმა (74 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 1 მედლით დასრულდა.

საქართველოს გუნდისთვის შედეგიანი მხოლოდ 74 კილოგრამ წონითი კატეგორია გამოდგა. თემურ ბერუაშვილმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ხალიჩაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბერუაშვილს მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც მოლდოველ ვასილი დიაკონთან ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით (3:3) გამოიყენა კიდეც და ბრიჯაოს მედალს დაეუფლა.

 

 

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები ტრიუმფი ბუდაპეშტში