Image source: gff.ge
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, ესტონეთის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით – 0:1 დამარცხდა. ესტონელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
19-წლამდელების მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში 17-წლამდე ასაკობრივი ნაკრებიც ითამაშებს. გიორგი ჩიტაურის გუნდი ელიტ რაუნდში გაზაფხულზე იასპარეზებს. ჯგუფის მონაწილე გუნდები და მასპინძელი ქვეყანა, დეკემბერში გამართული წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.
2022 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, ისრაელი 16 მაისიდან – 1 ივნისამდე უმასპინძლებს.
Videos
Photos