Image source: gbf.ge
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა დასანანი მარცხი იწვნია სომხეთთან – 60:58.
ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი ძალიან ახლოს იყო თბილისში მიმდინარე ფიბას ევროჩელენჯში პირველი მატჩის მოგებასთან. შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე სომხებმა გამარჯვების მომტანი 2-ქულიანი ჩააგდეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.
საქართველოს ნაკრებში 10 ქულით, 19 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ლიკა კვირკველია. ნატალი ჩუტკერაშვილმა 20 ქულა, 7 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ანა ნამგალაძის ანგარიშზე 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
დღეს ევროჩელენჯერზე დასვენებაა, ბოლოსწინა ტურში კი, 13 აგვისტოს მალტა ალბანეთს შეხვდება, ჩრდილოეთ მაკედინია – სომხეთს.
Videos
Photos