Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი
გუშინ, საქართველოს “დავით ყიფიანის” სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.
ქობულეთის “ჩელე არენაზე” ადგილობრივმა “შუქურამ” წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა და 2:3 ანგარიშით დამარცხდა.
მეორე შეხვედრა თბილისში, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს “საბურთალო” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით, 2:1 ანგარიშით დასრულდა.
საქართველოს “დავით ყიფიანის” სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ქუთაისის “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს “სამგურალისა” და თბილისის “საბურთალოს” დაპირისპირება 8 დეკემბერს გაიმართება.
Videos
Photos