Categories

Additional

Website Language

Active date

რუსტემ საიმანოვი: “ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთი ოფიციალური წინადადებაც არ მიგვიღია”

საიმანოვი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე

Image source: fcrk ინსტაგრამის გვერდი

 

”რუბინს” ჯერ კიდევ არ მიუღია არც ერთი ოფიციალური წინადადება ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით”, – განაცხადა “რია ნოვოსტის” ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა.

უფრო ადრე მედია წერდა, რომ “რუბინის” 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდებიან ინგლისური “ლიდსი”, ესპანური “სევილია”, იტალიური “იუვენტუსი” და “მილანი”. ხვიჩას მამამ ბადრიმ მაისში განაცხადა, რომ მისი შვილი ყაზანურ კლუბს ზაფხულში დაემშვიდობება.

“ხვიჩას ტრანსფერის მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი დაძრულა. კითხვა წინადადებაშია.

ჩვენ გახსნილები ვართ, მაგრამ წინადადება არავისგან მიგვიღია. მედიაში უამრავი ჭორია, მაგრამ ერთი ოფიციალური წინადადებაც კი არ არსებობს.

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ – გააკეთეთ შემოთავაზება და ჩვენ გადავხედავთ, მაგრამ ერთი ოფიციალური წინადადებაც არ არსებობს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით სასაუბრო არაფერია”, – განაცხადა საიმანოვმა.

 

 

 

 

 

წყარო – rsport.ria.ru

 

 

 

 

 

“ლეონიდ ვიქტოროვიჩ მომეცი სასტვენი” – ხვიჩა კვარაცხელიას სლუცკის პაროდირებს (ვიდეო)