Categories

Additional

Website Language

Active date

“რუბინის” ყოფილი ფეხბურთელი: “კვარაცხელია ვერ ხვდებოდა, რომ ეზოს ფეხბურთი არ უნდა ეთამაშა”

კვარაცხელიაზე თანაგუნდელმა ისაუბრა

Image source: rubin-kazan

 

მოსკოვის „ლოკომოტივის“ და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა დმიტრი ტარასოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს.

„მან რუსული ენა კარგად არ იცის, ეს ბარიერი აქვს. ერთხელ სლუცკიმ შეცდომაზე მიუთითა და მან თავი დაუქნია. სლუცკიმ ჰკითხა მას თუ რა გაიგო და ხვიჩამ უპასუხა, რომ გაიგო, თუმცა, შემდეგ ლეონიდმა სთხოვა გაემეორებინა, რაც უთხრა, რაც კვარამ ვერ გააკეთა. კარგი ურთიერთობა გვქონდა, ქართულ რესტორანში ხშირად მპატიჟებდა.

„ლოკომოტივში“ აშკარა იყო მისი ნიჭი, ტექნიკა, სისრაფე, გოლების გატანის სურვილი. მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ ეზოს ფეხბურთი არ უნდა ეთამაშა. აქ ვერ მოატყუება მთელ გუნდს, აქ პასია საჭირო. „რუბინში“ დაღვინებული ფეხბურთელი ვნახე, რომელიც გაიხსნა და პასებით თამაში ისწავლა. ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მისცეს“ – თქვა ტარასოვმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.

 

წყარო – sport.business-gazeta.ru

 

თორნიკე შენგელიას “ცსკა” VTB ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა