Categories

Additional

Website Language

Active date

“როტორში” ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა

ბერიაშვილი როტორში

Image source: Getty images

 

„თელავის“ ქართველი მცველი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის „როტორში“ სინჯებზე იმყოფება და სავარაუდოდ კარიერას რუსულ გუნდში გააგრძელებს.

„როტორმა“ ამხანაგური შეხვედრა „იაგელონიასთან“ გამართა და ბერიაშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა. ის თამაშში საბა კვირკველიას ნაცვლად ჩაერთო. რუსული კლუბის საიტი წერს, რომ მოედანზე სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი გავიდა, მაგრამ ზუსტ ვინაობას არ ამხელს.

მიუხედავად ამისა, კლუბის სოციალურ ქსელში ფანები წერენ, რომ ის 22 წლის ქართველი ფეხბურთელი.

ბერიაშვილმა გასულ სეზონში „თელავში“ 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა. „როტორში“ მის გარდა, საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი და გიორგი არაბიძე თამაშობენ. „იაგელონიასთან“ გოლი დავითაშვილმა გაიტანა.

 

წყარო – VK.com

 

რამდენი ქულით შეფასდა საბა ლობჟანიძის თამაში თურქეთის ჩემპიონატში