Image source: romandolidze ინსტაგრამის გვერდი
ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მეოთხედ მიმდინარე წლის ივნისში იჩხუბა და მესამე ბრძოლა მოიგო. 32 წლის რომანი ამჟამად საქართველოშია, უფრო კონკტრეულად კი ქალაქ ბათუმში. დოლიძემ ინსტაგრამზე ცნობილ ქართველ კინომსახიობთან, ვახტანგ „ბუბა“ კიკაბიძესთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.
“ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული კინემატოგრაფიისა და ზოგადად კულტურის განვითარებაში. პირადად ჩემთვის სამაგალითო პიროვნება ბევრ ასპექტში. იცანით ლეგენდა?”, – ასე დაასათაურა დოლიძემ კიკაბიძესთან გამოქვეყნებული ფოტო.
შეგახსენებთ, რომ რომანს UFC-ში სულ სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული – დოლიძე მხოლოდ მესამე ბრძოლაში ამერიკელ ტრევინ ჯაილსითან დამარცხდა.
Videos
Photos