Categories

Additional

Website Language

Active date

რომან დოლიძე: “მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მერაბ დვალიშვილი გაიმარჯვებს”

 

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძის აზრით, რომ მერაბ დვალიშვილისა და მარლონ მორაესის ბრძოლა სანახაობრივი იქნება, რომელიც მისი თანამემამულის გამარჯვებით დასრულდება.

30 წლის ქართველი და 33 წლის ბრაზილიელი მებრძოლების დაპირისპირება UFC 266-ის ფარგლებში, თბილისის დროით 26 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. რომანი დვალიშვილის წარმატებაში დარწმუნებულია.

“ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. მერაბი დღითიდღე იზრდება და ამ სპორტში წინ დიდ ნაბიჯებს დგამს. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს. ის ყოველთვის აჩვენებს ჟინს ბრძოლაში და მჯერა, რომ გამონაკლისი ეს ბრძოლა არ იქნება. ის შეუტევს და საბოლოოდ მორაესს გაანადგურებს”, – თქვა რომანმა.

მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ მოპოვებული 6 მოგება აქვს, ხოლო მის ანგარიშზე MMA-ში ჯამში 13 მოგება და 4 მარცხია. ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება UFC 266-ის ფარგლებში, 26 სექტემბერს, საქართველოს დროით 05:30 საათზე გაიმართება.

 

 

 

 

 

 

ზურიკო დავითაშვილი: “ყოველთვის უფრო მეტი გოლის გატანა და მეტი ასისტის გაკეთება მინდა”