Image source: romandolidze ინსტაგრამის გვერდი
ქართველი სპორტსმენის, რომან დოლიძის მორიგი ორთაბრძოლა UFC-ში, რომელიც აშშ-ს ქალაქ ლას ვეგასში 14 ნოემბერს იყო დაგეგმილი – გაუქმდა. ბრძოლის გაუქმების მიზეზი კი COVID-19-ი გახდა, რომლითაც დაინფიცირდა სპორტსმენი.
“დამიდასტურდა “კოვიდ-19 ” რეგულაციების თანახმად გადავდივარ იზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას რომ ამ ეტაპზე ბრძოლას გამოვეთიშე.
ვფიქრობ ფიზიკურად და მორალურად მზად ვიყავი კარგი შედეგი მეჩვენებინა, თუმცა კოვიდ ტესტზე დადებით პასუხს,თავისი წესები აქვს!
ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად, ვგრძნობ. მადლობა გულშემატკივრობისთვის. ყველაფერი კარგად იქნება!”, – წერს რომან დოლიძე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
Videos
Photos