Image source: Getty Images
“ბაიერნმა” ბუნდესლიგის მე-5 ტურის მატჩში “აინტრახტი” 5:0 გაანადგურა.
მიუნხენის გუნდის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეტ-ტრიკი შეასრულა. გერმანიის ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლის გატანა მან კარიერაში მეთერთმეტედ შეძლო. აქამდე მხოლოდ სამ ფეხბურთელმა შეასრულა უფრო მეტი ჰეტ-ტრიკი. ესენი არიან: გრედ მიულერი (32), კლაუს ფიშერი (12) და მარიო გომესი (12).
32 წლის ფორვარდის ანგარიშზე ახლა 10 გოლია 5 ტურში, რაც ბუნდესლიგის რეკორდია.
წყარო – Gracenote Sports
Videos
Photos