Categories

Additional

Website Language

Active date

რამდენ მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს ტოკიო-2020-ის ბიუჯეტი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები

Image source: Getty Images

 

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა COVID-19-ის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული თამაშების ღირებულებაზე ინფორმაცია გაავრცელა.

იაპონიას ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა 1,64 ტრილიონი იენი (დაახლოებით 15,4 მილიარდი ამერიკული დოლარი) დაუჯდება, რაც ადრინდელზე 2,85 მილიარდი დოლარით მეტია. დაახლოებით მილიარდი დოლარი გამოყოფილია 2021 წლის თამაშებისას კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასატარებელი ზომებისთვის.

ტოკიო-2020 დაახლოებით 6,7 მილიარდ დოლარს დაფარავს, ტოკიოს მუნიციპალიტეტი – თითქმის 6,6 მილიარდს, ხოლო იაპონიის მთავრობა კი დაახლოებით 2,1 მილიარდს გაიღებს.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

 

ქართველი სპეციალისტი მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტის წევრი გახდა