Image source: Getty Images
“ლივერპულის” თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი ყვება, რომ კლუბში გადმოსვლის შემდეგ ვერ ხვდებოდა, თუ როგორ უნდა გაწევრიანდეს “წითლების” ძირითად შემადგენლობაში. ის არიცოდა, შეცვლიდა თუ არა სადიო მანეს თავდასხმის მარჯვენა ფლანგზე.
ეგვიპტელი “ლივერპულს” 2017 წელს “რომადან” შეუერთდა.
“მან (იურგენ კლოპმა-რედ.) ჩემი მომავლის გეგმებზე ბევრი ისაუბრა, რამაც აღმაფრთოვანა. პირველი კითხვა, რომელიც დავუსვი, იყო ის, თ რას იტყვის სადიოს შესახებ, რადგანაც ჩვენ ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ, მან კი მითხრა, რომ მანე მარცხენა ფლანგზე ითამაშებს.
შედეგად, ბევრი დრო არ დაგვჭირდა. მალე შევეგუეთ ახალ ვითარებას და მალევე ერთმანეთისთვის საგოლე პასების მიწოდება დავიწყეთ”. – განაცხადა სალაჰმა.
Videos
Photos