“ჩელსის” ყოფილმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა ფრენკ ლემპარდმა კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩთან მუშაობის დროზე ისაუბრა.
“მე ზოგადად არ მქონია მასთან ურთიერთობა [მწვრთნელად მუშაობისას], არც საჭირო იყო. ვგრძნობდი კლუბის მხარდაჭერას. მადლობელი ვარ, რომ მომცეს მუშაობის საშუალება, ხელმძღვანელობის მხარდაჭერას ვგრძნობდი.
ეს ყოველთვის პირდაპირ არ ხდება, მაგრამ დიახ, გადაწყვეტილება [“ჩელსიში” მწვრთნელის გათავისუფლების შესახებ] მფლობელი იღებს. ამას პატივი უნდა სცენ.
მე ყოველთვის აბრამოვიჩს პატივს ვცემდი. მის გარეშე მე საერთოდ ვერ აღმოვჩნდებოდი ჩემს ამჟამინდელ კომფორტულ მდგომარეობაში.
ის იღებს გადაწყვეტილებებს. სიმართლე გიტხრათ, თუ შევაფასოთ ის პერიოდი, მაშინ აბრამოვიჩმა მიიღო რამდენიმე კარგი გადაწყვეტილება”,- თქვა ლ4მპარდმა გარი ნევილთან ინტერვიუში.
Videos
Photos