„რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ გუნდში 1993 წელს ოფიციალურად პირველი თამაში ჩაატარა. ფრანჩესკომ დაახლოებით საფეხბურთო კარიერის 25 წელი სწორედ რომაულ კლუბში გაატარა.
„ჩემი დებიუტი – ჩემი ოცნებაა. ბავშვობაში ბევრის ოცნებაა, რომ გახდეს გუნდის კაპიტანი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჯერ ბავშვობიდან ვოცნებობდი იმ გუნდის მაისურის ჩაცმა, რომელიც მიყვარს და არასდროს არ მიღალატია ჩემს იდეებს”, – აცხადებს ტოტი.
შეგახსენებთ, რომ ტოტი 1993 წლიდან “რომას” ღირსებას იცავდა, 785 თამაში ჩაატარა, 307 გოლი გაიტანა და 184 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Videos
Photos