Image source: Getty images
ევროპული გრანდები ახალი ტურნირის, სუპერლიგის შექმნას აპირებენ და ამ იდეაზე უკვე დიდი ხანია აქტიური საუბარი მიმდინარეობს. თუმცა, ფიფა ამის წინააღდეგია და განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ვერცერთი ფეხბურთელი და კლუბი, რომელიც ამ ტურნირში ითამაშებს, ფიფას ეგიდით გამართულ შეჯიბრებში ვერ ითამაშებს. მათ შორის მოთამაშეები მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ იასპარეზებენ.
თუმცა, გარდა ამისა, იგივე სნაქცია დააწესა უეფამაც. ფიფას განცხადებას უეფა, აზიის, აფრიკის, კონკაკაფის, ოკეაანიის კონფედერაციები და კონმებოლიც ეთანხმებიან და მათ ერთბლივი განცხადება გაავრცელეს.
„ფიფა და ექვსი კონფედერაცია – უეფა, კონმებოლი, კონკაკაფი, აფრიკის კონფედერაცია, აზიის კონფედერაცია, ოკეანიის კონფედერაცია, კიდევ ერთხელ იმეორებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ტურნირი არ იქნება აღიარებული ფიფას და არც შესაბამისი კონფედერაციების მიერ. ნებისმიერ კლუბს ან მოთამაშეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ასეთ შეჯიბრში, აეკრძალება მონაწილეობა მიიღოს ფიფას ან კონფედერაციების მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ შეჯიბრში.
ფიფას და კონფედერაციების წესდების თანახმად, ყველა ტურნირი უნდა იყოს ორგანიზებული ან აღიარებული შესაბამისი ორგანოს მიერ შესაბამის დონეზე. ფიფას მიერ გლობალურ და კონფედერაციების მიერ კონტინენტურ დონეზე. ამ კუთხით კონფედერაციები აღიარებენ ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ამჟამინდელ და ახალ ფორმატს, როგორც ერთადერთ ტურნირს მსოფლიოში და ფიფა აღიარებს კონფედერაციების საკლუბო კონტინენტურ ტურნირებს.
სპორტული მიღწევები, სოლიდარობა, დაწინაურება და დაქვეითება საფეხბურთო პირამიდის საფუძველია, რომელიც უზრუნველყოფს ფეხბურთის გლობალურ წარმატებას და ფიფას და კონფედერაციების წესდებაშია ჩანიშნული. ამ პრინციპების წყალობით ფეხბურთს ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია აქვს. გლობალურ და კონტინენტურ ტურნირებში მონაწილეობის უფლბა ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს მიღებული“ – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.
გრანდების პასუხი ამაზე უცნობია, მაგრამ ფაქტია, თუ თავიანთ იდეაზე უარს არ იტყვია, ფეხბურთი შეიძლება ძალიან შეიცვალოს.
FIFA and the six confederations have released a statement in light of recent media speculation about the creation of a closed European ‘Super League’.
ℹ️👉 https://t.co/0WCjeZSVDl pic.twitter.com/uiCAVBkMXw
— FIFA.com (@FIFAcom) January 21, 2021
წყარო – FIFA
Videos
Photos