Image source: gbf.ge
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გახსნითი ფანჯრის მატჩების მოსამსახურებლად ფიბამ მსაჯები და ტექნიკური დელეგატები შეარჩია.
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ მსოფლიო შესარჩევი ეტაპის 2 მატჩს ფიბას ერთადერთი ქართველი კომისარი (ტექნიკური დელეგატი) მოემსახურება.
გთავაზობთ იმ მატჩების მსაჯთა და ტექნიკურ დელეგატთა ვინაობას, რომლებიც საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მატჩებს მოემსახურებიან და ასევე მატჩებს, რომელთა ტექნიკური დელეგატიც მერაბ რატიშვილი იქნება.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩები ტურნირი:
26 ნოემბერი. თბილისი (საქართველო)
საქართველო – უკრაინა
მსაჯები: მარტინ ვულიჩი (ხორვატია), დარიუშ ზაპოლსკი (პოლონეთი), მიჰკელ მანისტე (ესტონეთი).
ფიბას ტექნიკური დელეგატი: ნატალი სანდმანი (გერმანია)
26 ნოემბერი. სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი)
რუსეთი – იტალია
ფიბას ტექნიკური დელეგატი: მერაბ რატიშვილი (საქართველო)
29 ნოემბერი. სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი)
რუსეთი – ისლანდია
ფიბას ტექნიკური დელეგატი: მერაბ რატიშვილი (საქართველო)
Videos
Photos