Categories

Additional

Website Language

Active date

პელე, ნეიმარი, ქინქლაძე – ქართველი გადაფასებულ ფეხბურთელთა ათეულში

ქინქლაძე ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით

Image source: Getty images

 

გიორგი ქინქლაძე ყველაზე გადაფასებულ ფეხბურთელთა ათეულში მოხვდა. ისეთი მოთამაშეების გვერდით, როგორებიც ნეიმარი, პელე და რობერტო კარლოსი არიან.

Football365-მა შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ზედმეტად აღიარებულნი არიან გულშემატკივრების მიერ, მაგრამ რეალურად იმავე დონეზე არ უთამაშიათ.

„შეუძლებელია გარკვეული ფეხბურთელების გახსენება კონტექსტის დაკარგვის გარეშე. გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივართა გულებში და გონებაში, რადგან მძიმე პერიოდში ნამდვილი ბრილიანტი აღმოაჩინეს. სწორედ მაშინ უარყო „ბარსელონას“, „ლივერპულისა“ და „ინტერის“ ინტერესი, ოჯახში დარჩა და მესამე დივიზიონშიც ითამაშა. პრემიერლიგის პირველ სეზონში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ბავშვობაში გაჩენილი სურვილი ისევ რჩება ყველა ჩვენგანში, რომ გვენახა ქართველი თანამედროვე „სიტიში“ უკეთეს სათამაშო სისტემაში და თანაგუნდელებში. თუმცა, თუ ვიფიქრებთ, რომ ამ გუნდში თავის დამკვიდრებას მოახერხებდა, ეს იქნება ქინქლაძის გადაფასება და „სიტის“ ამჟამინდელი ფეხბურთელების დაუფასებლობა. ერთხელ ჯო როულმა თქვა: „ქინქლაძის საკულტო ფენომენზე ბევრი რამ არასწორია“. თუ მას შევადარებთ მისი სტილის, მაგრამ გაცილებით სტაბილურ ჟუნინიოს, ამ სიტყვების არსს ჩავწვდებით“ – წერია სტატიაში.

გიორგი ქინქლაძის გარდა, გადაფასებულ ფეხბურთელთა შორის ნეიმარი, პელე, რობერტო კარლოსი, პოლ სქოულზი, ფელიპე კოუტინიო, კლოდ მაკელელე, დავიდ ჟინოლა, ჰალკი და ჰიდეტოში ნაკატა მოხვდნენ.

 

 

 

წყარო – Football365.com

 

 

 

მომანის მორიგი კარიკატურა მესის ეძღვნება: “წვერის გაპარსვის დროა” (ფოტო)