Categories

Additional

Website Language

Active date

ოფიციალურად: ცნობილია აფრიკის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი (ფოტო)

Image source: Africa Online News

 

აფრიკის კონტინეტზე 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. ფინალურ სამეულში „ლივერპულელები“ მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე, ასევე „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი რიად მაჰრეზი მოხვდნენ.

საბოლოოდ, გამარჯვებული სადიო მანე გახდა, კარიერაში პირველად. სენეგალელმა გასულ წელს 63 შეხვედრა ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, აფრიკაში წლის გუნდიც შეადგინეს:

მეკარე: ანდრე ონანა

მცველები: სერჟ ორიე, ჟოელ მატიპი, კალიდუ კულიბალი, აჩრაფ ჰაკიმი

ნახევარმცველები: იდრისა გეიე, რიად მაჰრეზი, ჰაკიმ ზიეჩი

თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, სადიო მანე

 

 

“დინამო თბილისმა” წამყვან ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა