Image source: Toko Dzotsenidze ფეისბუქ გვერდიდან
თორნიკე ძოწენიძე გორის “დილას” ფეხბურთელი გახდა. ინფორმაცია გორული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დადასტურდა.
22 წლის ცენტრალური მცველსა და კლუბს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
თორნიკემ გასული სეზონი “თელავის” რიგებში გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 27 მატჩი ჩაატარა. თორნიკეს “თელავის” გარდა თბილისის “დინამოს” რიგებში უთამაშია, იგი სწორედ “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ახალგაზრდა მცველს ნათამაშები აქვს საქართველოს 20 და 21-წლამდე ნაკრებებშიც.
Videos
Photos