Image source: fctorpedobelaz ინსტაგრამის გვერდი
ბელარუსის ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი დმიტრი ანტილევსკი კარიერას “დინამო თბილისში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქური კლუბის ოფიციალურს საიტზე გამოქვეყნდა.
ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი 3 წლის ვადით გაფორმდა. ანტილევსკის ბოლო კლუბი ჟოდინოს “ტორპედო” გახლდათ. 2021 წლის სეზონში აღნიშნული გუნდის მაისურით შემტევმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
დმიტრი ანტილევსკი ბორისოვის ბატეს აღზრდილია.
ანტილევსკის ბელარუსის ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად, ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს.
Videos
Photos