Categories

Additional

Website Language

Active date

ოფიციალურად: “ბარსელონამ” “ვალენსიას” აღზრდილი “მანჩესტერ სიტიდან” დაიმატა (ვიდეო)

ფერან ტორესი ბარსას ფეხბურთელი გახდა

Image source: FCBarcelona ტვიტერის გვერდი

 

“ვალენსიას” ახღზრდილი, უკვე “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ესპანელი ვინგერი, ფერან ტორესი “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

“ბარსამ” ტორესის ტრანსფერის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეო-რგოლის მეშვეობით გვამცნო, რომელშიც ტრანსფერს თავად ფეხბურთელი ადასტურებს.

21 წლის შემტევმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

ტორესის პრეზენტაცია ორშაბათს, 3 იანვარს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

 

წყარო – FCBarcelona-ს ტვიტერის გვერდი

 

თუ რატომ გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა – “ლოკომოტივის” განცხადება