Image source: Getty Images
2019/20 სეზონი ევროპულ ფეხბურთში დასასრუს უახლოვდება. საფრანგეთის ლიგა 1 ჯერ კიდევ კორონავირუსის პაუზის დროს გაუქმდა და აღარ გაგრძელდა, დასრულებულია გერმანიის ბუნდესლიგა და ესპანეთის ლა ლიგა, ახლა კი ინგლისის პრემიერ ლიგაც დასრულდა. ერთადერთი ტოპ ჩემპიონატი, სადაც ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, გახლავთ იტალიის სერია ა, რომლის დასრულებამდეც 2 ტური რჩება.
სერია ა-ს მთავარი ინტრიგა გახლავთ საუკეთესო ბომბარდირის საკითხი, რომელიც არა მხოლოდ იტალიის, არამეტ მთელი ევროპის ტოპ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს – “ოქროს ბუცის” მფლობელს გამოავლენს. სერია ა-ს 36-ე ტურში კრიშტიანუ რონალდუმ და ჩირო იმობილემ მორიგი გოლები გაიტანეს. “ლაციოს” თავდამსხმელმა ჰეტ-ტრიკი შეასრულა და ქულებით ბომბარდირთა შორის ლიდერ რობერტ ლევანდოვსკის გაუტოლდა.
აღვნიშნოთ ასევე, რომ ერლინგ ჰოლანდის გოლები, რომლებიც მან “ზალცბურგში” გაიტანა, დაანგარიშებულია 1,5 კოეფიციენტით, ხოლო “დორტმუნდის” მაისურით გატანილი გოლები – 2.
Videos
Photos