Image source: khabib_nurmagomedov ინსტაგრამის გვერდი
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, თავისი მამის, აბდულმანაპის საყვარელ ფეხბურთელთან კლარენს ზეედორფთან ერთად ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
აღვნიშნოთ, რომ ხაბიბის მამა და მწვრთნელი ზაფხულში, კორონავირუსის გამო გარდაიცვალა.
„ეს ადამიანი მამაჩემის საყვარელი ფეხბურთელი იყო.
სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ჩემო მეგობარო“, – ასე დაასათაურა ნურმაგომედოვმა გამოქვეყნებული ფოტო.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ზეედორფს სხვადასხვა დროს “აიაქსში”, “სამპდორიაში”, “რეალ მადრიდში”, “ინტერში”, “მილანში” და “ბოტაფოგოში” უთამაშია.
Videos
Photos