Image source: Getty images
ნიკოლოზ ბასილაშვილი სულ მალე მაიამის მასტერსში ითამაშებს. ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრიდან ჩაებმება გათამაშებაში.
მისი მომავალი მეტოქე შვედი მიკაელ იმერისა და კვალიფიკაციის გამარჯვებულს შორის გაირკვევა. ბასილაშვილი ამერიკაში 27-ე ნომრად გახლავთ განთესილი.
ნიკოლოზი ქულებს არ დაიცავს, რაც მისი რეიტინგისთვის კარგია. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა რამდენიმე დღის წინ დოჰას მასტერსზე ჩემპიონობა მოახერხა.
ბასილაშვილი რეიტინგის 38-ე ნომერია, ის გასულ კვირასი 36-ე იყო, მაგრამ ორშაბათს ორი საფეხურით დაქვეითდა.
წყარო – miamiopen.com
Videos
Photos