Image source: Getty images
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პსჟ-მ“ „ლიონთან“ წააგო და ლიდერობა დაკარგა. თუმცა, ამ მატჩში პარიზელთათვის უფრო უარესიც მოხდა.
მსაჯის კომპენსირებულ დროში „ლიონის“ ფეხბურთელმა ტიაგო მენდესმა მის წინააღმდეგ იუხეშა და ბრაზილიელს სერიოზული ტრავმა მიაყენა.
ნეიმარმა მოედანი მხოლოდ საკაცით დატოვა და დიდი შანსია, რომ ტრავმა ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, შეიძლება მან რამდენიმე თვე ვერ ითამაშოს.
ტიაგო მენდესი ამ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, ხოლო „პსჟ“ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დაქვეითდა.
The incident that caused Neymar’s injury #PSG pic.twitter.com/CTNyzblLBY
— (@SGoldy_______) December 13, 2020
წყარო – Eurosport
Videos
Photos