Image source: getty Images
„პსჟ“-ს თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა დისკვალიფიკაციით დაისაჯოს და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩები გამოტოვოს.
ბრაზილიელს „ბარსელონასთან“ არ უთამაშია, მაგრამ შეხვედრას ტელევიზორიდან უყურა და პარალელურად ტვიტერში ვულგარული შინაარსის სტატუსებს წერდა. მაგალითად, ის ასე მოქიცა პენალტის მომენტში და შემდეგ უკვე მბაპეს გოლის დროს.
სადისციპლინო კომიტეტი ამ საკითხზე იმსჯელებს და თუ ნეიმარის ქცევებში შეურაცხყოფას ან ქცევის ძირითადი წესების დარღვევას აღმოაჩენს, მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯის.
შეგახსენებთ, რომ „პსჟ“-მ ნეიმარის გარეშე „ბარსელონა“ სტუმრად 4:1 გაანადგურა.
წყარო – dailymail.co.uk
Videos
Photos