Categories

Additional

Website Language

Active date

ნეიმარის ჰეთ-თრიქი და მბაპეს დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე (ვიდეო)

პსჟ პირველ ადგილზე გავიდა

Image source: Getty images

 

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში „პსჟ-მ“ „ბაშაკშეჰირს“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ეს მატჩი ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, მაგრამ მე-14 წუთზე შეწყდა და დღეს გაგრძელდა.

თამაში აქციით დაიწყო – „არა რასიზმს“. მოედანზე კი ფრანგული გუნდი დომინირებდა დიდი ანგარიშით დამსახურბეულად მოიგო. ჰეთ-თრიქი შეასრულა ნეიმარმა, ხოლო კილიან მბაპემ დუბლი.

პარიზული გუნდის ლიდერებმა შესანიშნავი თამაში ჩაატარეს და საკუთარი გუნდის გამარჯვება განაპირობეს.

„პსჟ“-მ 12 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე პოზიციაზე „ლაიპციგს“ ერგო. ევროპის ლიგაზე მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ გადავიდა.

„პსჟ“ – „ბაშაკშეჰირი“ 5:1

გოლები: 1:0 ნეიმარი (21), 2:0 ნეიმარი (38), 3:0 მბაპე (42, პენ), 4:0 ნეიმარი (50), 4:1 მეჰმეთ ტოპალი (57), 5:1 მბაპე (62)

 

 

წყარო – UEFA Champions League

 

“პსჟ-ს” და “ბაშაკშეჰირის” ფეხბურთელების პერფორმანსი – “არა რასიზმს”