Image source: rugby.ge
მსოფლიო რაგბმა 2022 წლის ექვსი ერის მატჩების სამსაჯოდ კიდევ ორი ქართველი მსაჯი მიიწვია. შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი 20-წლამდელთა ტურნირის 2-2 თამაშზე იმუშავებენ – აქედან ერთში, თევზაძე მოედნის მსაჯი იქნება.
19 თებერვალს, 27 წლის მსაჯი რაგბი ევროპის “ალაფაზე” ჰაიდელბერგში, გერმანიისა და ბელგიის ჯახს იმსაჯებს. შოთა თევზაძეს ქართველი გვერდითი მსაჯები ეყოლება, რომელთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
20-წლამდელთა ექვსი ერის მე-4 ტურში 10 მარტს უელსი საფრანგეთს უმასპინძლებს და მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იქნება, საბა აბულაშვილი კი კიდიდან დაეხმარება. მე-5 ტურში, 20 მარტს, ირლანდია შოტლანდიას ეთამაშება და თევზაძე და აბულაშვილი გვერდითი მსაჯები არიან.
გასული წლის ნოემბერში, თევზაძემ რაგბი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იმსაჯა და პირველსავე მატჩში, მე-3 წუთზე კოჭის ტრავმა მიიღო, მაგრამ ფინალურ მატჩში პორტუგალიასა და ესპანეთს უმსაჯა.
20-წლამდელთა ექვს ერში გვერდით მსაჯად მუშაობის გამოცდილება აქვს საბა აბულაშვილსაც.
Videos
Photos