Image source: NEWS.ru
ყოფილმა სკაუტმა და მოსკოვის “ლოკომოტივის” სელექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ ტიშენკომ ისაუბრა იმაზე, თუ კლუბი როგორი იყო დაინტერესებული 2007 წელს ბრაზილიელი ვარსკვლავის ნეიმარის ტრანსფერით.
“ბრაზილიაში “ლოკომოტივის” სხვა სელექციონერთან – ფუზაილოვთან ერთად ვიყავი, მაშინ შტატის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. მაგრამ მაგ დროს კარნავალი დაიწყო. “სანტოსში” რაღაც მოხდა, ერთი სიტყვით კონფლიქტი იყო.
მთავარ მწვრთნელს მოედანზე ახალგაზრდების გამოყვანა მოუწია. 16,17,18 წლის 8 თუ 9 ბიჭი გავიდა მოედანზე. მათ შორის ნეიმარი, განსო, დანილო, ალექს სანდრო…
ნეიმარი მაშინვე ჩვენს სამიზნეში მოხვდა. თავიდან “სანტოსი” მის სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. ჩამოვფრინდი მოსკოვში და სიომინს ვუამბე. იურიმ კი მიპასუხა: “რას ამბობ? 16 წლის ბიჭის სანაცვლოდ 5 მილიონი?!” 2 თვის შემდეგ, როცა ისევ აღმოვჩნდი ბრაზილიაში, ნეიმარს გუნდთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და მისი ფასი უკვე 15 იყო. შემდეგ კი წავიდა და წავიდა”,- განაცხადა ტიშენკომ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ნეიმარმა “სანტოსთან” კონტრაქტი გააფორმა, შემდეგ კი 2013 წელს “ბარსელონაში” გადავიდა, საიდანაც 2017 წელს პარიზულ კლუ “პსჟში” გადავიდა 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
Videos
Photos