Image source: Bayern munchen
გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ ბრემენის „ვერდერს“ უმასპინძლა, რომელსაც ბოლო წლებში ძალიან ადვილად და როგორც წესი, დიდი ანგარიშით უგებს.
ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი ამჯერადაც აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ მოულოდნელად ვერ მოიგო და მიუნხენში სენსაცია დაფიქსირდა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. პირველი ტაიმის მიწურულს „ვერდერი“ ეგეშტეინმა დააწინაურა და ბრემენელებმა ტაიმი მოიგეს. „ბაიერნმა“ 62-ე წუთზე შეძლო გათანაბრება, მეტოქის კარში გოლი კინგსლი კომანმა დააფიქსირა.
მიუნხენელებს მოსაგებად დრო ბევრი ჰქონდათ, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერ გაიტანეს და მიმდინარე სეზონში პირველი ფრე ითამაშეს. „ბაიერნს“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ისევ პირველ ადგილზეა.
„ბაიერნი“ – „ვერდერი“ 1:1
გოლები: 0:1 ეგეშტეინი (45), 1:1 კომანი (62)
წყარო – Bayern Munchen
Videos
Photos