Image source: Getty Images
NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაკსმა”, სადაც სანდრო მამუკელაშვილი ასპარეზობს, მორიგი მატჩი სტუმრად, “შარლოტ ჰორნეტსთან” გამართა და 106:114 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა ამ მატჩში 11:13 წუთი ითამაშა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 2 ქულა, 1 მოხსნა (დაცვაში) და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ 4-დან 1 სამქულიანი და 1 ორქულიანი გამოიყენა. ამ დროის განმავლობაში სანდრომ ერთხელ ბურთი დაკარგა.
მილუოკიდან საუკეთესოები იანისი (26 ქულა, 13 მოხსნა, 8 პასი) და კრის მიდლტონი (27 ქულა, 11 პასი, მაგრამ 7 დაკარგვაც) იყვნენ.
„ბაკსს“ ამ შეხვედრის შემდეგ 26 მოგება და 17 წაგება დაუგროვდა. სანდროს გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება, ხოლო შემდეგ მატჩს 14 იანვარს “გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართავს.
Videos
Photos