საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მსაჯი, მიხეილ ვართანოვი 3×3 კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს მოემსახურება, რომელიც 3-4 აგვისტოს უნგრეთის ქალაქ შოლნოკში გაიმართება.
ეს გახლავთ სამიდან ერთი შესარჩევი ტურნირი, რომლის მონაწილეებიც ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ. ფინალური ეტაპი კი, მოგეხსენებათ, 6-8 სექტემბერს თბილისში, რიყის პარკში გაიმართება და მასში ევროპის 12 ვაჟთა და 12 გოგონათა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
მიხეილ ვართანოვი გახლავთ საქართველოს ერთადერთი მსაჯი, რომელსაც 3×3 კალათბურთის ფიბას ლიცენზია გააჩნია.
ვართანოვთან ერთად შოლნოკის შესარჩევ ტურნირზე კიდევ 5 არბიტრ იმსაჯებს: სლობოდან ნოვაკოვიჩი (შვეიცარია), ლავინია გეორგე (რუმინეთი), რეგინა პოლიშჩუკი (რუსეთი), ბრიჯიტა შაბაი (უნგრეთი) და ვიაჩესლავ სლუსარი (უკრაინა).
წყარო – gbf.ge
Videos
Photos