Categories

Additional

Website Language

Active date

მესიმ ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და “ბარსელონა” “რეალს” დაეწია (ვიდეო)

ბარსელონამ ბილბაოს მოუგო

Image source: Getty images

 

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტური „ბარსელონასა“ და „ბილბაოს“ დაპირისპირებით დასრულდა. კატალონიურმა გუნდმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და „ბარსელონას“ გაუჭირდა. ანგარიში კი ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და სეზონში მე-12 გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი ხორდი ალბას ავტოგოლით დაიწყო და ბასკებმა ანგარიში გაათანაბრეს. რონალდ კუმანის გუნდმა თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ანტუან გრიზმანის გოლით მოიგო, რომელმაც გადამწყვეტი ბურთი გაიტანა.

„ბარსელონამ“ 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მადრიდის „რეალს“ გაუთანაბრდა, ლიდერ „ატლეტიკოს“ კი 20 ქულით ჩამორჩება.

„ბარსელონა“ – „ბილბაო“ 2:1

გოლები: 1:0 მესი (20), 1:1 ალბა (49, ა.გ), 2:1 გრიზმანი (74)

 

 

წყარო – La liga

 

ბექა ბურჯანაძის “გრან კანარია” მადრიდის “რეალთან” ბრძოლაში დამარცხდა