Categories

Additional

Website Language

Active date

    • Vbetnews

      Latest Sports News about Football, Basketball, Tennis & Boxing

მერაბ შარიქაძე: “ვეცდებით ხარისხიანი რაგბი ვაჩვენოთ და მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ”

ბორჯღალოსნები საფრანგეთში გუშინ ჩავიდნენ

Image source: rugby.ge

 

საფრანგეთთან გასამართი შემოდგომის ერთა სერიის მატჩამდე, ბორჯღალოსნების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის პირველმა ონლაინ-პრესკონფერენციამ საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. საქართველო საფრანგეთს ბორდოში ესტუმრება და 14 ნოემბერს მსოფლიო თასს მიღმა პირველ შეხვედრას 17:00 საათზე გამართავს. ბორჯღალოსნები საფრანგეთში გუშინწინ ჩავიდნენ.

მერაბ შარიქაძისთვის, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთში თამაშობდა, “ლე ბლეს“ წინააღმდეგ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა:

“არაერთი წელი მაქვს საფრანგეთში გატარებული და ბიჭების უმრავლესობა ახლაც საფრანგეთში თამაშობს. ეს შეხვედრა ყველა ჩვენთაგანისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. ფრანაგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია. საფრანგეთში წლების განმავლობაში თამაშობდნენ ქართველები, იქ ჩვენი თანამემამულეები ახლაც არიან და მათ წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვეცდებით ხარისხიანი რაგბი ვაჩვენოთ და მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ.

ძნელია საფრანგეთს რამეში აჯობო, თუნდაც შერკინებაში. ის კარგად დაბალანსებული გუნდია, თუმცა ჩვენი მისია სწორედ ის იქნება, რომ მათ პრობლემა ყველა კომპონენტში შევუქმნათ.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების წევრთა უმეტესობა “შავი ლომის” ნაწილი არაა, ამ გუნდის არსებობა უკვე ნაკრებსაც დაეტყო. ვარჯიშები უწინდელზე უფრო დალაგებულად დაიწყო, ბევრი რამ წინ გვქონდა წაგდებული და მაქვს იმედი, რომ მომავალში ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება”, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

აღვნიშნოთ, რომ შარიქაძე, 12 სხვა მოთამაშესთან ერთად, ბორჯღალოსნებში პირველადაა ქართული ფრენჩაიზის, “შავი ლომის” მოთამაშის სტატუსით, რომელმაც რაგბი ევროპის სუპერ თასზე ორი შეხვედრის გამართვა მოასწრო.

 

 

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

ლევან მაისაშვილი: “ჩვენთვის გამოწვევაა დავუპირისპირდეთ ფრანგებს სტატიკურ ფაზებში”