Categories

Additional

Website Language

Active date

ლუის სუარესმა “ატლეტიკოში” დებიუტი დუბლით აღნიშნა (ვიდეო)

სუარესის დუბლი

Image source: Getty images

 

მადრიდის „ატლეტიკოში“ ლუის სუარესს დაუჯერებელი დებიუტი გამოუვიდა. ურუგვაელი „გრანადასთან“ მატჩში 70-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და ეს დრო საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ორი გოლი გაეტანა და საგოლე პასიც გაეკეთებინა.

„ატლეტიკომ“ „გრანადას“, რომელმაც სამი დღის წინ თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა, ძალიან მარტივად აჯობა და 6:1 გაანადგურა. ანგარიში დიეგო კოშტამ გახსნა, რასაც ანხელ კორეასა და ჟოაო ფელიქსის გოლებიც მოჰყვა.

შემდეგ მოედანზე სუარესი გამოჩნდა და მეტოქის კართან ხიფათის შექმნა არაერთხელ მოახერხა. ჯერ მარკოს ლორენტეს გაუკეთა საგოლე პასი, ხოლო ბოლოს თვითონ დუბლი შეასრულა და „ატლეტიკომ“ 6:1 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ატლეტიკოში“ ორი დღის წინ გადავიდა. მადრიდელებმა სეზონში პირველი თამაში ჩაატარეს და 3 ქულა აქვთ.

„ატლეტიკო“ – „გრანადა“ 6:1

გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (9), 2:0 კორეა (47), 3:0 ჟოაო ფელიქსი (65), 4:0 ლორენტე (72), 5:0 სუარესი (85), 5:1 მოლინა (87), 6:1 სუარესი (90)

 

 

წყარო – Laliga

 

ცნობილია საქართველოს თასის ყველა ნახევარფინალისტი