Image source: Getty images
ინგლისურ „ლივერპულს“ „პსჟ“-ს შემტევის, კილიან მბაპეს ყიდვა სურს. როგორც ცნობილი გახდა, იმ შემთხვევაში თუ სადიო მანე მადრიდის „რეალში“ გადავა, მას ფრანგით შეცვლიან.
მანეს ყიდვა „რეალს“ დიდი ხანია უნდა და „ლივერპული“ მზადაა სენეგალელი 150 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დათმოს.
მიღებულ თანხას კი საკუთარ სახსრებსაც დაამატებს და პარიზული კლუბიდან კილიან მბაპეს გადაბირებას ეცდება.
აქვე გეტყვით, რომ მანეს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, ხოლო მბაპეს „პსჟ“-სთან 2022 წლამდე.
წყარო – Corriere Dello Sport
Videos
Photos