Image source: Getty images
მიუნხენის „ბაიერნმა“ 2020 წელი ბუნდესლიგაში პირველ ადგილზე დაასრულა. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი „ლევერკუზენს“ ერთი ქულით ჩამორჩებოდა, რომელსაც მე-13 ტურში სტუმრად დაუპირისპირდა.
„ლევერკუზენი“ ამ ტურამდე გერმანიაში ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც მარცხი არ ჰქონდა ნაგემი. „ფარმაცევტები“ მე-14 წუთზე ულამაზესი გოლით პატრიკ შიკმა დააწინაურა და ტაიმის ბოლომდე იგებდნენ.
თუმცა, შემდეგ დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვეს და რობერტ ლევანდოვსკიმ თავით ცარიელ კარში გაიტანა. მატჩი ფრედ სრულდებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო მესამე წუთზე მასპინძლებმა ბურთი საჯარიმოსთან დაკარგეს და ლევანდოვსკი დარჩა და დუბლის შესრულება მოახერხა.
„ბაიერნმა“ დრამატულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა, 30 ქულა დააგროვა და საშობაო პაუზას ლიდერის პოზიციაზე შეხვდება.
„ლევერკუზენი“ – „ბაიერნი“ 1:2
გოლები: 1:0 შიკი (14), 1:2 ლევანდოვსკი (43), 1:2 ლევანდოვსკი (90)
schick pic.twitter.com/lMjzxvKyBy
— Gomcalodias17videos (@Goncalodias17vt) December 19, 2020
lewa pic.twitter.com/PtRR4xsFYF
— Gomcalodias17videos (@Goncalodias17vt) December 19, 2020
That’s what kings return look like.
Kimmich assists Lewandowski in the winning goal.pic.twitter.com/eMLr5jRACk— Holy Flick (@flickaholic) December 19, 2020
წყარო – Bundesliga
Videos
Photos