Categories

Additional

Website Language

Active date

ლევან მაისაშვილი: “ჩვენთვის გამოწვევაა დავუპირისპირდეთ ფრანგებს სტატიკურ ფაზებში”

ბორჯღალოსნები საფრანგეთში გუშინწინ ჩავიდნენ, გუშინ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს

Image source: rugby.ge

 

საფრანგეთთან გასამართი შემოდგომის ერთა სერიის მატჩამდე, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის პირველმა ონლაინ-პრესკონფერენციამ საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა.

საქართველო საფრანგეთს ბორდოში ესტუმრება და 14 ნოემბერს მსოფლიო თასს მიღმა პირველ შეხვედრას 17:00 საათზე გამართავს. ბორჯღალოსნები საფრანგეთში გუშინწინ ჩავიდნენ.

“ნაყოფიერი კვირა გვქონდა და ბევრ ისეთ დეტალზე ვიმუშავეთ, რასაც ერთი კვირის განმავლობაში ვერ ვახერხებდით. სამწუხაროა, რომ თბილისში შეკრების ბოლო დღეს გელა აფრასიძე გამოგვაკლდა. მას ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ვერცერთ თამაშში ვერ დაგვეხმარება.

დიდი ხანია საფრანგეთი ისეთ კარგ კონდიციაში არ ყოფილა, როგორშიც ბოლო წლებია. მას აქვს თავისი ხელწერა, რაც არგენტინასთან თამაშშიც გამოჩნდა. საფრანგეთი თანაბრად ძლიერია როგორც შეჯგუფებებში და ძალისმიერ, ასევე ხელდახელ თამაშში. ჩვენთვის გამოწვევაა დავუპირისპირდეთ მათ სტატიკურ ფაზებში. შევძლებთ თუ ვერა მეტოქის თამაშის დაკეტვას, ეს 14-ში გამოჩნდება.

ამ ეტაპზე მწვრთნელებისა და მოთამაშეების სრული კონცენტრაცია საფრანგეთისკენაა მიმართული, თუმცა რა თქმა უნდა, მწვრთნელებს ფიჯის შესახებ გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს. ჩვენ ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და საფრანგეთისგან განსხვავებით, ამ მეტოქეს საკმარისად აქვს სუსტი წერტილები, რათა პრობლემები შევუქმნათ. მათ არ უნდა მივცეთ თამაშის მართვის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში შანსი აუცილებლად გვექნება“, – თქვა ლევან მაისაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

ვილი სანიოლის გუნდმა პირველი ვარჯიში 12 ფეხბურთელით გამართა – გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ