Categories

Additional

Website Language

Active date

    • Vbetnews

      Latest Sports News about Football, Basketball, Tennis & Boxing

ლევან მაისაშვილი: “ჩვენს ინტერესშია, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე ვნახოთ”

ბორჯღალოსნებმა არანხუესში კაპიტნის ვარჯიში გამართეს და ხვალ, 18:30 საათზე ფიჯისთან ჯახისთვის გაემზადნენ

Image source: rugby.ge

 

ბორჯღალოსნებმა არანხუესში კაპიტნის ვარჯიში გამართეს და ხვალ, 18:30 საათზე ფიჯისთან ჯახისთვის გაემზადნენ.

ლე ბლესთან თამაშის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. მარქაფაში გამოჩნდნენ მიხეილ ნარიაშვილი და ლაშა ჯაიანი, რომელთაც საფრანგეთთან მცირე ტრავმების გამო არ უთამაშიათ.

„შეკრების დაწყების ავღნიშნე, რომ სამწუხაროდ, როდესაც მხოლოდ ორი თამაში გაქვს, ძალიან რთულია შემადგენლობაში როტაციის განხორციელება და ყველა მოთამაშისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი სათამაშო დროის მიცემა. ჩვენს ინტერესშია, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე ვნახოთ და მათიც კარგად მესმის, ყველას უნდა მოედანზე გასვლა და ამას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის.

მწვრთნელებმა ვიმსჯელეთ, შევაფასეთ არსებული სიტუაცია და შემადგენლობაში ის მოთამაშეები დავაყენეთ, რომლებიც ჩვენი აზრით საუკეთესო ფორმაში არიან. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეს თამაშმა არ მოუწია, ვფიქრობ, ერთად გატარებული 3 კვირა აქტივში უნდა ჩაიწეროს. ვარჯიშებზე ყველა მათგანმა ძალიან დიდი შრომა გაწია, ბევრი დეტალი დავხვეწეთ და ეტაპობრივად ყველა მათგანს ექნება საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის შესაძლებლობა“, – ამბობს შემადგენლობასთან დაკავშირებით ლევან მაისაშვილი.

20 ნოემბერს, მადრიდის მახლობლად მდებარე ქალაქ არანხუესში, „დელეიტეზე“ თამაში 18:30 საათზე დაიწყება.

 

 

 

წყარო – rugby.ge

16 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, რონალდინიომ მადრიდის “რეალს” ლეგენდარული გოლი გაუტანა