Image source: as.com
გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა 2020 წლის შედეგების მიხედვით.
სიმბოლურ გუნდში ადგილი ვერ მონახა “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ. თერთმეტეულში მოხვდა “ბაიერნის” ხუთი ფეხბურთელი, რომლებმაც მიუნხენის კლუბში ბოლო 12 თვეში 5 ტიტული მოიპოვეს. საუკეთესოთა შორის მოხვდა ასევე “პსჟ”-ს ერთი მოთამაშე.
2020 წლის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ვირგილ ვან დეიკი (ორივე – “ლივერპული”), სერხიო რამოსი (“რეალ მადრიდი”), ალფონსო დევისი, იოზუა კიმიხი (ორივე – “ბაიერნი”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”/”ლივერპული”), კევინ დე ბრუინე (“მანჩესტერ სიტი”), ნეიმარი (“პსჟ”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”).
There was no space for Messi in L’Equipe’s 2020 World XI. pic.twitter.com/Dma5lnKNl7
— ESPN FC (@ESPNFC) January 4, 2021
Videos
Photos