Categories

Additional

Website Language

Active date

ლეონარდო: “მესის ტრანსფერი შესაძლებელია, ნეიმარს და მბაპეს ვედრებას არ დავუწყებთ”

ლეონარდომ მესიზე ილაპარაკა

Image source: As.com

 

„პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდო განაცხადა, რომ ნეიმარისა და კილიან მბაპეს შენარჩუნება სურთ, მაგრამ მათ დასარჩენად ხვეწნას არ დაუწყებენ. გარდა ამისა, მან კომენტარი ლიონელ მესის ტრანსფერზეც გააკეთა.

„იმედი მაქვს, რომ ნეიმარი და მბაპე დარწმუნებული არიან, რომ „პსჟ“ კარგი ადგილია ამბიციური მოთამაშისთვის. ჩვენ უბრალოდ შეთანხმებას უნდა მივაგნოთ, რომლებიც ორივე მხარის სურვილი იქნება გათვალისწინებული. მაგრამ, არავის ვევედრებით: ვისაც სურს დარჩენა, ის დარჩება.

მესის მსგავსი დიდი ფეხბურთელები ყოველთვის იქნებიან „პსჟ“-ს სასურველ სიაში. მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის.. დავსხდებით მაგიდასთან და ყურადღებით მივადევნებთ ყველაფერს თვალყურს“ – თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ეწურება და ალბათ, გუნდს დატოვებს.

 

წყარო – france football.fr

 

“რუბინის” ყოფილი ფეხბურთელი: “კვარაცხელია ვერ ხვდებოდა, რომ ეზოს ფეხბურთი არ უნდა ეთამაშა”