ლაშა შინდაგორიძე “საბურთალოში” დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქური კლუბის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
28 წლის შემტევი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც ბოლოს ბათუმის “დინამოში” თამაშობდა და ჩემპიონი გახდა და დედაქალაქურ “საბურთალოში” დაბრუნდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
შეგახსენებთ, რომ შინდაგორიძე “საბურთალოს” რიგებში 2017, 2018 და 2019 წლებში ასპარეზობდა.